eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე (ანკეტა კითხვარში ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს 15 სექტემბრის ჩათვლით). 

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

(ბრძ. №192/01-01, 28.07.2026)       

 

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)- 21 - 27 აგვისტო;

ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 31 აგვისტო;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 31 აგვისტო;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 1 სექტემბერი (12:00 საათამდე);

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი;

ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 2 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 5-6 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი (13:00 საათი);

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 8-9 სექტემბერი;

ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;

მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–12-13 სექტემბერი;

ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;

ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება)/დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 15-16 სექტემბერი;

პ) გამოცდის (ზეპირი კომპონენტი)/ გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 17 სექტემბერი;

ჟ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის  კანდიდატებთან - 18-21 სექტემბერი;

რ)საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი.

 

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 21 აგვისტოს)

 

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (21 – 27 აგვისტო) ელექტრონულ მისამართზე.  18-21 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;

გ)ბაკალავრის       ან       მასთან       გათანაბრებული       აკადემიური       ხარისხის დამადასტურებელი   დიპლომისა   და   დანართის   დამოწმებული   ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის   უნივერსიტეტის   შესაბამისი   ფაკულტეტის   მიერ, ხოლო   სხვა   შემთხვევაში   -   ნოტარიულად   დამოწმებული   ასლი;   2026   წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ე)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ)ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330); თამარ თათრიშვილი 577737387.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 6224; 6238); მედიკო უშარაული 577 72 02 96.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ელისო კვირიკაშვილი,ტელ: 551 98 01 52.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) -   საკონტაქტო პირი: მაია სურგულაძე ტელ: 2507177..

იურიდიული ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: 225 04 84 (შიდა 2230).

მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: თამარ ლეკაშვილი, ტელ: 555 32 32 00.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ფსიქოლოგია- ნუცა საღარაძე nutsa.sagharadze@tsu.ge   ტელ.:0322250484(3224).

განათლების მეცნიერებები - სალომე ბერინაშვილი salome.berinashvili@tsu.ge ტელ.:0322250484(3222).