საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
გერმანიის ტოპონიმები - ორთოგრაფიული ლექსიკონი კულტურგეოგრაფიული კომენტარებით (ტომი II)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტოპონიმთა წინამდებარე ლექსიკონი 2.100 ერთეულს მოიცავს. ნაშრომი ინტერდისციპლინური ხასიათისაა და მიზნად ისახავს, გააცნოს მკითხველს უპირველესად გერმანიის გეოგრაფიულ სახელთა ქართული ექვივალენტების სწორად ჩაწერა-წარმოთქმის ნორმები, პარალელურად – ასევე  შემოთავაზებულ ტოპონიმებთან დაკავშირებული უმთავრესი კულტურგეოგრაფიული და კულტურისტორიული ფენომენები.

 

წიგნის პოტენციურ მომხმარებლად მიიჩნევა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, უშუალო ადრესატად კი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგების სპეციალისტები: ფართო პროფილის ფილოლოგები, გეოგრაფები, კარტოგრაფები, ისტორიკოსები, კულტუროლოგები, ასევე პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, მოდერატორები, რომელთათვისაც ანალოგიური ცოდნა პროფესიული კომპეტენციების შემადგენელი ნაწილია.

isbn :
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები