საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო

წიგნში ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალაზე, ეპიგრაფიკულ ძეგლებზე და თანამედროვე ისტორიოგრაფიის მიღწევებზე დაყრდნობით შესწავლილია ანტიკური პერიოდის რომის იმპერიაში ეპოქათა მიჯნაზე მიმდინარე პროცესები ახალი აღთქმის ფონზე; რომში არსებული პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური სიტუაცია იულიუს-კლავდიუსების მმართველობის პერიოდში. ახალი აღთქმა გაანალიზებულია, როგორც საისტორიო წყარო და შესწავლილია მისი როლი იუდეასა და, ზოგადად, ანტიკურ სამყაროში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიური სიტუაციის თვალსაზრისით; ახალ აღთქმაში დასახელებულ პირთა ისტორიულობა; ქრისტიანობის აღმოცენების წანამაძღვრები, დრო და პირობები; ტაძრის როლი იუდეველთა ცხოვრებაში; სინაგოგის წარმოშობის მიზეზები და ადგილი ახალი აღთქმის პერიოდის იუდეაში; ებრაულ თემში არსებული მიმდინარეობები და სხვა.

წიგნი განკუთვნილია ისტორიის, კულტურის, რელიგიის შემსწავლელი სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

isbn : 978-9941-13-622-1
ფასი: 8,50 GEL₾



მსგავსი წიგნები