საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რიცხვითი ანალიზის საფუძვლები - ამოცანათ კრებული
ავტორი: რამაზ ბოჭორიშვილი, თინათინ დავითაშვილი
გამოქვეყნების თარიღი: 2013
isnb: 978-9941-13-306-0
ფასი: 4,40 ₾₾
ანოტაცია

ამოცანათა კრებული „რიცხვითი ანალიზის საუძვლები“ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როცხვითი ანალიზის საფუძვლების კურსის პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების წარმართვისათვის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა მომიჯნავე დარგების სტუდენტებთან.

კრებული შედგება რვა თავისგან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კომპიუტერული არითმეტიკა, მატრიცების და ვექტორების ნორმები, წრფივი ალგებრის პირდაპირი და იტერაციული მეთოდები, არაწრფივი განტოლებების  მიახლოებით ამოხსნის მეთოდები, არაწრფივი განტოლებების მიახლოებით ამოხსნის მეთოდები, მატრიცის საკუთრივი რიცხვებისა და ვექტორების გამოთვლა, ფუნქციათა მიახლოება და რიცხვითი ინტეგრება.

თითოეული თავი შედგება სამი ნაწილისაგან. თავი იწყება საცნობარო მასალით, რაც მოიცავს განსახილველ საკითხთან დაკავშრებით განმარტებებს და დებულებებს დამტკიცების გარეშე. შემდეგ მოდის საკუთრივ ამოცანები, რომელთა სპექტრი საკმაოდ ფართოა - მოცემულია როგორც მარტივი, ასევე რთული ამოცანები; კრებულში არის ამოცანები, რომლებშიც აქცენტი კეთდება თეორიაზე ან პრაქტიკაზე, როცა ამონახსნის პოვნა კომპიუტერის გამოყენებას მოითხოვს. ყოველი თავი სრულდება რამდენიმე ტიპური ამოცანის დეტალური ამოხნით.

ამოცანათა კრებულის შესაბამისი სრული თეორიული მასალა მოცემულია ამავე ავტორების ლექციათა კურსში „რიცხვითი ანალიზის საფუძლები“.




მსგავსი წიგნები