საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ამოცანები ლაბორატორიული სამუშაოებისთვის - საინფორმაციო სისტემების „პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება“ (ალგორითმული ენა VBA და C++ -ის ბაზაზე)
ავტორი: გივი კაპრაძე
გამოქვეყნების თარიღი: 2008
isnb: 978-9941-13-023-6
ფასი: 8 ₾₾
ანოტაცია

ნაშრომში აღწერილია ტრადიციული ამოცანების დაპროგრამირების საკითხები. მოყვანილია 36 ამოცანა, მათი გადაწყვეტის ალგორითმები და პროგრამები ერთ-ერთ გავრცელებულ ალგორითმულ ენაზე, როგორიცაა VBA (Visual Basic for Applications). უმრავლესი ამოცანების პროგრამები გამართულია კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. პროგრამები გამოცდილია ელექტრონული ცხრილის EXCEL-2000-ის VBA-ს ბაზაზე. ცალკეა მოყვანილი 36 განსხვავებული ტიპის ამოცანა, მათი გადაწყვეტის ალგორითმები და პროგრამები C++ -ზე. ამ ამოცანების ალგორითმების ჩამოყალიბების დროს გათვალისწინებულ იქნაალგორითმების ენის C++ -ის თავისებურებები. მოყვანილ პროგრამებში ჩართულია მარტივი სახის ეკონომიკური ამოცანები, რომელთა უმრავლესობა გამართულია კონკრეტული საკონტროლო მაგალითების საფუძველზე. პროგრამები C++ -ზე ძირითადად გატარებულია ინტეგრირებული სისტემების DEV-C++ -ის გარემოში. ამასთან დაკავშირებით, განხილულია მონაცემების დამუშავების და ორგანიზაციის საკითხები. მოყვანილია პროგრამები მიმდევრობითი ფაილების და პირდაპირი ფაილების არგანიზაციისათვის. ნაშრომში განხილული ამოცანების შესწავლა გაუადვილებს სტუდენტებს უკეთესად აითვისონ ალგორითმული ენის C++ -ის და VBA (Visual Basic for Applications) -ის შესაძლებლობები და დაეხმარება მათ ამოცანების გადაწყვეტაში.

წიგნი განკუთვნილია ბაკალავრების, მაგისტრების და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.




მსგავსი წიგნები