საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
გამოყენებითი სტატისტიკის საფუძვლები
ავტორი: ქეთევან მანჯგალაძე, გრიგოლ სოხაძე, ომარ ფურთუხია
გამოქვეყნების თარიღი: 2015
isnb: 978-9941-13-397-8
ფასი: 11,30 ₾₾
ანოტაცია

წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ავტორების მიერ წლების განმავლობაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატისტიკაში წაკითხული ლექციების კურსის გადამუშავებულ ვარიანტს. ის მოიცავს აღწერითი (დესკრიფციული) სტატისტიკის, ალბათობის თეორიის და სტატისტიკური დასკვნების თეორიის მნიშვნელოვან ასპექტებს. მასში თვალსაჩინოდაა გადმოცემული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება თანამედროვე გამოყენებით კვლევებში. წიგნი არაა გადატვირთული მათემატიკური დებულებების დამტკიცებებით. ძირითადი აქცენტი გადატანილია შინაარსობრივ მხარეზე და სამოტივაციო და საილუსტრაციო მაგალითებზე. წიგნით პირველადი სარგებლობისათვის სრულიად საკმარისია საშუალო სკოლის მათემატიკის ცოდნა. სახელმძღვანელო შედგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამებისა და სილაბუსების მიხედვით ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა: „სტატისტიკა 1“, „სტატისტიკა 2“, „სტატისტიკა არქეოლოგებისათვის“, „სამეცნიერო მონაცემთა ანალიზი“, „მათემატიკური სტატისტიკა ეკონომისტებისათვის“, „გამოყენებითი სტატისტიკა“, „კვლევის სტატისტიკური მეთოდები“.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის (ფართო გაგებით) შემსწავლელი სამივე საფეხურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის დახმარებას გაუწევს სტატისტიკის გამოყენებითი ასპექტებით დაინტერესებულ ნებისმიერ მკითხველს.




მსგავსი წიგნები