საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მეწარმეობის თეორიული საფუძვლები (დამხმარე სახელმძღვანელო) ნაწილი I-II
ავტორი: ჯოზეფ ჰასიდი, ალექსის-სტეფანოს კომსელისი, რევაზ გველესიანი, ელგუჯა
გამოქვეყნების თარიღი: 2009
isnb: 978-9941-13-122-6
ფასი: 978-9941-13₾
ანოტაცია

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, პირეუსის უნივერსიტეტთან (საბერძნეთი) ერთად 2007-2008 წწ. წარმატებით განხორციელდა ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „მეწარმეობის კურსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“. პროექტი დაფინანსებული იყო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ფონდის HELLENIC-AID  მიერ.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება იყო ბერძენი და ქართველი პროფესურის ერთობლივი თანამშრომლობით სტუდენტთათვის სასწავლო მასალის მომზადება. შემუშავებული სასწავლო კურსი სათანადო წესით განიხილა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა და ჩართული იქნა სასწავლო კურიკულუმში. მიღებული გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაუზიარა საქართველოს ოთხ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს სათანადო მემორანდუმების საფუძველზე.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველის ფართო წრისთვის. 




მსგავსი წიგნები