eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სასწავლო წელი 2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წლის დაწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა და დასაქმების სააგენტოს HR.GE აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკნაძემ მიულოცეს.

 

9 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 136 სტუდენტი ჩაირიცხა.

 

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში  სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა (თბილისი/ქუთაისი), საბაჟო საქმე (თბილისი/ქუთაისი),საბიბლიოთეკო საქმე (თბილისი/ქუთაისი), საწყობის ოპერირება  (ქუთაისი) და ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი (თბილისი/ქუთაისი). 

 

ერთიანი ეროვნულ გამოცდების ფარგლებში პროფესიულ პროგრამებზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული.

 

სტუდენტებთან შეხვედრის მომზადებაში მონაწილეობდნენ პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ სტუდენტები.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი საშემოდგომო მიღების ფარგლებში 389 სტუდენტს მიიღებს 12 პროფესიულ პროგრამაზე: სკოლამდელი აღზრდა (თბილისი/ქუთაისი), ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი (თბილისი/ქუთაისი), საბიბლიოთეკო საქმე (ქუთაისი), ღონისძიების ორგანიზება (თბილისი/ქუთაისი), Front-end დეველოპმენტი  (თბილისი/ქუთაისი), საფინანსო სერვისები (თბილისი/ქუთაისი), საწყობის ოპერირება (ქუთაისი), ტვირთების ექსპედირება (ქუთაისი), ბუღალტრული აღრიცხვა (ქუთაისი).

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.

თარიღი: 01/10/2026