საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

     

    22 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

     

    • ბუღალტრული აღრიცხვა - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 17 თვე;
    • სკოლამდელი აღზრდა - თბილისი - ხანგრძლივობა 20 თვე;
    • საბჟო საქმე - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 14 თვე;
    • ღონისძიების ორგანიზება - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 10 თვე;
    • საოფისე საქმე - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 10 თვე;
    • საფინანსო სერვისები - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 9 თვე;
    • საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი/ქუთაისი - ხანგრძლივობა 14 თვე;
    • სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ქუთაისი - ხანგრძლივობა 13 თვე;

     

    პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სრულად.

     

    პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3w4OUAg ასევე, ვებგვერდზე (www.vet.emis.ge) განთავსებულ კატალოგში.

     

    რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ www.vet.emis.ge ვებგვერდის საშუალებით.

     

    დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ პროფესიული განათლების ცენტრს მეილზე: cve@tsu.ge

    თარიღი: 03/08/2022