საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ!

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ!

 

იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ქ. თბილისში, თსუ-ს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

  • საოფისე საქმე
  • ღონისძიების ორგანიზება
  • საფინანსო სერვისები

 

მოტივაციური გასაუბრება გაიმართება საბაზო ზოგადი უნარების ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ტესტირების თარიღი შეიცვალა და ნაცვლად 6-7 სექტემბრისა, იგი ჩატარდება 13-14 სექტემბერს, მოტივაციური გასაუბრების თარიღიც შესაბამისად კორექტირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში თქვენს პირად ანგარიშში.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მითითებული თარიღები არის საორიენტაციო და კორექტირდება ტესტირების შედეგების შესაბამისად.

თარიღი: 10/09/2021