საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის“ პროგრამის გარე აქტივობის ღონისძიება თეთრა მღვიმესა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში

მიმდინარე წლის 12 მაისს, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია  ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის“ პროგრამის კურსდამთავრებულთა გარე აქტივობის ღონისძიებას, რომელიც ითვალისწინებდა ექსკურსიას დასავლეთ საქართელოში.  ექსკურსიას  შემაჯამებელი ხასიათი ჰქონდა და  მიზნად ისახავდა დასავლეთ   საქართველოს კულტურული  მემკვიდრეობის შესახებ  დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ თეთრა მღვიმესა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში  ტურის წარმართვას.

 

კურსდამთავრებულებს მომზადებული ჰქონდათ ინფორმაცია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის,  თეთრა მღვიმის  და  მათთან  დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ.  ტური წარიმართა მაღალ დონეზე.

თარიღი: 23/05/2022