საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

საბჭოთა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის, თბილისის აღებიდან 105 წელი გავიდა.

 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში გაიმართა საჯარო ლექცია „25 თებერვალი“, რომელსაც ისტორიის დოქტორანტი, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი სალომე ჭანტურიძე უძღვებოდა. ლექციაზე განხილული იყო 1921 წლის მოვლენები და მათი ისტორიული მნიშვნელობა.

 

ღონისძიებას პროფესიული სტუდენტები, მასწავლებლები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თარიღი: 25/02/2026