ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის CV და სამოტივაციო წერილის მომზადების მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასს თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და ცენტრის მთავარი სპეციალისტი, კარიერის კონსულტანტი ელენე ბებერაშვილი უძღვებოდნენ.
პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კარიერის დაგეგმვის თანამედროვე კონცეფციებს, დასაქმების შესაძლებლობებს, წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარებს, ასევე პრაქტიკულად შეესწავლათ როგორ მზადდება ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი, ასევე დამსაქმებელთან ეფექტური გასაუბრების ხერხები.