საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე

    თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

     

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი  საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი,  გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის,  ფარმაცის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას (შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი).  

     

     გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება  26.09 - 04.10.2022 წ.

     

     დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

     

    • ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის სახელწოდება.
    • ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

     

     დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინებაში ან დარეკეთ 579782001!

    თარიღი: 12/09/2022