საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სასწავლო წელი ახალი პროგრამებით

2024 წლის შემოდგომაზე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი თბილისსა და ქუთაისში ახალი პროფესიული პროგრამების განხორციელებას გეგმავს.

 

2023 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს პროფესიულ განათლებაში არსებული ყველა კვალიფიკაციის გადახედვისა და განვითარების პროცესი, რომელიც 2026 წლამდე უნდა დასრულდეს.

 

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 2024 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრი თბილისსა და ქუთაისში გეგმავს დანერგოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამები:

 

  • კომპიუტერული ქსელისა და სისტემების მიმართულებით;
  • სატვირთო საგზაო ტრანსპორტისა და გადაზიდვის მომსახურების მიმართულებით;
  • საექთნო განათლების მიმართულებით.

 

მიმდინარე წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრი აპლიკანტებს ასევე შესთავაზებს ახალ მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს.

 

6 მარტს ცენტრში გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. თბილისსა და ქუთაისში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ახალი პროგრამების დანერგვისა და განხორციელების პროცესს გაუწევს კოორდინაციას.

 

თარიღი: 13/03/2024