დედამიწის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ლოკაციის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა გამწვანების აქციით აღნიშნეს.
„დედამიწის კვირეულის“ ფარგლებში გამწვანების აქციასთან ერთად, სტუდენტებმა ეკოლოგიურ თემებზე საინტერესო პოსტერები და ბუკლეტები შექმნეს და საზოგადოებას გააცნეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ინიციატივა ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და გარემოზე პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.