თსუ პროფესიული სტუდენტების გუნდი სპორტული ფესტივალის საფეხბურთო ტურნირის მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური ტურნირის ფინალში თსუ-ს გუნდის და სპორტის აკადემიის გუნდის თამაში 2:3 დამთავრდა. შემდეგი მატჩი დასავლეთ საქართველოს რეგიონალური დასრულების შემდეგ, ივნისში გაიმართება.
სპორტულ ფესტივალში, რომელიც სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის" სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის" ორგანიზებით და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ტარდება, პროფესიული სასწავლო დაწესებულებების 27 გუნდი მონაწილეობს.