საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი-ს ქუთაისის განახლებული ფილიალი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება.

📢 თსუ პროფესიული განათლების ცენტრი • TSU Centre of Vocational Education -ს ქუთაისის განახლებული ფილიალი ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. 

 

📅 2019-2020 წლებში ქუთაისის სასწავლო კორპუსს ☑ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება გახდა შესაძლებელი.

 

👉 ქუთაისის განახლებულ ფილიალს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და ახალი პროგრამების ხელმძღვანელები ეწვივნენ.

 

ამჟამად თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში 5 პროფესიული პროგრამა ხორციელდება: 👇

 

🔹 ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი;
🔹 საბაჟო საქმე;
🔹 სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა;
🔹 საოფისე საქმე;
🔹 შემფასებელი;

 

ამის გარდა 2020 წლის შემოდგომის მიღებისთვის კიდევ 5 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება იგეგმება: 👇

 

🔹 საბუღალტრო აღრიცხვა;
🔹 საფინანსო სერვისები;
🔹 ღონისძიების ორგანიზება;
🔹 სკოლამდელი აღზრდა;
🔹 საბიბლიოთეკო საქმე;

 

☑ 2020 წლის შემოდგომაზე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი 15 პროფესიულ პროგრამაზე 290 სტუდენტს მიიღებს.

 

თარიღი: 24/07/2020