საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრს სტუმრად ეწვია ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრის Ida-Virumaa Kutsehariduskeskus დელეგაცია.

მიმდინარე წლის 13-17 დეკემბერს თსუ პროფესიული განათლების ცენტრს სტუმრად ეწვია ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრის Ida-Virumaa Kutsehariduskeskus დელეგაცია.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირებისა და სწავლა-სწავლების პროცესებს.

 

ესტონური დელეგაცია თსუ-ს ეგიდით სტუმრად ეწვია პარტნიორ კოლეჯებს.

 

ვიზიტის განმავლობაში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებსა და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

თარიღი: 22/12/2021