თსუ პროფესიული სტუდენტების კიდევ ერთი გამარჯვება!
თსუ-ს გუნდმა ნახევარფინალში კოლეჯის “მერმისი” გუნდთან 6:1 ანგარიშით გაიმარჯვა და სპორტულ ფესტივალის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური ტურნირის ფინალში გადავიდა.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ტურნირების გამარჯვებულები ფესტივალის ფინალურ მატჩს ივნისში გამართავენ.
სპორტულ ფესტივალში, რომელიც სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის" სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის" ორგანიზებით და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ტარდება, პროფესიული სასწავლო დაწესებულებების 27 გუნდი მონაწილეობს.