საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს ეცნობიან

თსუ-ს პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ეცნობიან. თსუ-ში ამ პროფესიას 2016 წლიდან ასწავლიან და პროფესიულ სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა რეგიონში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიბლიოთეკაში გაიარონ სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტი.

 

თსუ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში გან­თავ­სე­ბუ­ლია 8 მი­ლი­ონი წიგ­ნი და 22 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი გა­მო­გონე­ბა/პა­ტენ­ტი 60 ქვეყნიდან. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აქვთ წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებსა და რესურსებზე.

 

როგორც პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ ხელმძღვანელმა, თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა განაცხადა,  „საბიბლიოთეკო საქმე“, რომელიც ისწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოირჩევა უპირატესობით - პროფესიულ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ.  „ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი, ცნობილი, მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტს შეუძლია პრაქტიკული მეცადინეობა გაიაროს, ფაქტობრივად, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც მას სჭირდება და გამოადგება როგორც მომავალ პროფესიონალ ბიბლიოთეკარს.“-აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

 

სტუდენტების ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზში განხორციელდა. „შოთა რუსთაველის ცენტრალურ სამკითხველო დარბაზში  სტუმრად არიან პროფესიული განათლების სტუდენტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მათი ჩართულობა პრაქტიკულ სამუშაოებში, დაათვალიერონ საცავები, კარგად გაეცნონ  მუშაობის სპეციფიკას“,-განაცხადა დარბაზის გამგემ, პროფესიულმა მასწავლებელმა ხათუნა ჩუგოშვილმა.

 

პრაქტიკული კომპონენტით კმაყოფილი არიან სტუდენტებიც. ლევან ყავლაშვილის თქმით, მათ შესაძლებლობა ქონდათ ენახათ საცავები, გაცნობოდნენ დარბაზის მუშაობის პრინციპს. მისი სიტყვებით, „მიმაჩნია, რომ  დღევანდელი ჩვენი გასვლითი ლექციაც და თითოეული შეხვედრა არის მნიშვნელოვანი, რადგან შეიცავს პრაქტიკულ ელემენტებს და თეორიულ სწავლასთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, რომ წიგნთან გვქონდეს პრაქტიკული ურთიერთობა, რაც შემდგომში ჩვენს პროფესიაში ძალიან აუცილებელია.“

 

ია ჩიქვინიძე მიიჩნევს, რომ პროფესიულ გარემოსთან შეხება თითოეული სტუდენტის მომავალ კარიერაზე აისახება. „ვეცნობით ძირითადად პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელიც ძალიან გამოგვადგება შემდგომ ამ საქმეში. ძალიან საინტერესოა, რომ პრაქტიკულ სამუშაოებს გავდივართ თვითონ ბიბლიოთეკაში. გვასწავლიან ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ძალიან კარგი პროფესიონალები“,- აღნიშნა პროფესიულმა სტუდენტმა.

თარიღი: 27/03/2023