თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ფეხბურთის გუნდმა პროფესიული განათლების სპორტულ ფესტივალში "ჯანსაღი ცხოვრება და თანასწორობა 2025" მონაწილეობა გამარჯვებით დაიწყო.
საგურამოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან თამაში თსუ პროფესიული სტუდენტების გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა და შეჯიბრის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.
სპორტულ ფესტივალში, რომელიც სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის" სახელობის კოლეჯისა და სსიპ კოლეჯ „მოდუსის" ორგანიზებით და პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ტარდება, პროფესიული სასწავლო დაწესებულებების 27 გუნდი მონაწილეობს.