საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ეწვია.

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩარიცხულ აპლიკანტთა შორის 4 სპეციალური საჭიროების მქონე პირია, რომლებიც ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის, ტუროპერატორისა და ბიბლიოთეკარის პროგრამებს შეისწავლიან.

აღსანიშნავია, რომ თსუ პროფესიული პროგრამებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ტუროპერატორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდისა და ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სპეციალობებზე დაფიქსირდა.

2019 წლის შემოდგომის ნაკადზე მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდა: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბიბლიოთეკარი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, საოფისე საქმე, ტუროპერატორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, შემფასებელი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აპლიკანტები როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ისწავლიან.

თარიღი: 06/01/2020