საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასშტაბური ღონისძიებები - გამოცდილება სტუდენტებისთვის

თსუ პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ სტუდენტებისთვის საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა თათა სვანიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა სტუდენტებს სამინისტროს მიერ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და გამოცდილება გაუზიარა. ლექციის ბოლოს, თათა სვანიძემ უპასუხა პროფესიული პროგრამის სტუდენტების კითხვებს.

 

ლექცია პროფესიული მოდულის „ღონისძიებაში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც პროფესიული მასწავლებელი, თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თინათინ იზორია უძღვება.

თარიღი: 07/05/2026