საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პრაქტიკული გამოცდილება მომავალი დასაქმებისთვის

 

„სკოლამდელი აღზრდის“ პროფესიულმა პროგრამამ, რომელსაც თსუ პროფესიული განათლების ცენტრი (ქუთაისი) ახორციელებს, დასავლეთ საქართველოში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს არაერთი პროფესიონალი კადრი მისცა.  პროგრამა წლებია რაც მუშაობს და ათეულობით აღმზრდელს ამზადებს ყოველწლიურად.

 

პროგრამის ხელმძღვანელის ნინო მამრიკიშვილის განცხადებით, სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობა აქვთ. „წლების განმავლობაში თეორიულ ცოდნასთან ერთად ჩვენი სტუდენტები გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარებსაც. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის მე-12 ბაგა-ბაღში. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ეს არაა ერთჯერადი ვიზიტი. სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მსგავსი ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვანია მათი შემდგომი დასაქმებისთვის“,-აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა.

 

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობების, სასწავლო პროცესის დაგეგმვა-განხორციელებაში. მათ საშუალება ქონდათ ემუშავათ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან. თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტის ლუნა ჯღარკავას თქმით, მსგავსი ვიზიტები ძალიან საინტერესოა სტუდენტებისთვის, რადგან მიღებული გამოცდილება მომავალში გაუადვილებთ ბავშვებთან მუშაობას და ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა მომავალ დასაქმებას.

 

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-12 ფილიალის ხელმძღვანელის, პროფესიული მასწავლებლის ანა ნოსელიძისთვის თსუ პროფესიული განათლების ცენტრთან თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესოა. ერთი მხრივ, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის. მეორე მხრივ კი, საინტერესო კადრების მოზიდვის შესაძლებლობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის. „რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ თსუ პროფესიული განათლების ცენტრთან. საკმაოდ ნაყოფიერია ეს თანამშრომლობა. დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან. ამასთან, პრაქტიკული ვიზიტების დროს მათ ვაძლევთ საუკეთესო გამოცდილებას და პროფესიული უნარების გამომუშავების შესაძლებლობას. შედეგიც სახეზეა. მხოლოდ ჩვენს ფილიალში ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე კურსდამთ  ავრებული დავასაქმეთ,“-განაცხადა ანა ნოსელიძემ.

თარიღი: 18/04/2023