საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პრაქტიკული ვიზიტი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში

თსუ პროფესიული სტუდენტები ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი საბიბლიოთეკო საქმის პრაქტიკულ გარემოში შესწავლა იყო.

 

როგორც საბიბლიოთეკო საქმის პროფესიული პროგრამის (ქუთაისი) ხელმძღვანელი ეკატერინე ბარაბაძე აცხადებს, პრაქტიკულ გამოცდილებას მომავალი ბიბლიოთეკარებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ამიტომ  თსუ პროფესიული ცენტრი თითოეულ სტუდენტს სასწავლო პროცესის განმავლობაში პროფესიული უნარების ასათვისებლად მაქსიმალურ ხელშეწყობას სთავაზობს.

 

 ი.ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა პროფესიული პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე” (ქუთაისი) პრაქტიკის ძირითადი ობიექტია. სტუდენტებმა ვიზიტისას მონაწილეობა მიიღეს სასწავლო მოდულების ფარგლებში შესწავლილი საბიბლიოთეკო საქმიანობის განხორციელებაში. 

თარიღი: 05/06/2025