საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული სტუდენტები ქუთაისის თოჯინების თეატრში

თსუ პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) სტუდენტები პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად ქუთაისის თოჯინების თეატრს ეწვივნენ. თსუ პროფესიული განათლების ცენტრი თეატრთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ღონისძიების დაგეგმვის ეტაპები, მისი ტექნიკური უზრუნველყოფა ვიზიტის მთავარი თემა იყო.

 

როგორც ღონისძიების ორგანიზების პროფესიული პროგრამის (ქუთაისი) ხელმძღვანელმა ანა რაზმაძემ აღნიშნა, პრაქტიკული მეცადინეობა პროფესიული პროგრამის მთავარი ნაწილია. „თოჯინების თეატრში ჩავატარეთ ძალიან საინტერესო პრაქტიკული მეცადინეობა. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა იყოს ჩვენს სწავლებში, რაც  სტუდენტებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ ამ პროფესიას. ისინი აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივ ღონისძიებებში, რომელიც ტარდება თეატრებში. თოჯინების თეატრი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი პრაქტიკის ობიექტი“, განაცხადა ანა რაზმაძემ.

 

თეატრში ვიზიტით კმაყოფილი არიან სტუდენტებიც. ნიკოლოზ ბაშალეიშვილის თქმით, „გვქონდა პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც მიზნად ისახავდა იმ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამყარებას. პრაქტიკული გასვლები ჩვენი პროფესიისთვის სამომავლოდ ძალიან საჭიროა“.

 

მარიამ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ მსგავსი გასვლითი პრაქტიკული სწავლება დაეხმარებათ პროფესიულ სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში. „პროგრამის ხელმძღვანელი და მასწავლებლები სტუდენტებს გვეხმარებიან გავიღრმავოთ ცოდნა ღონისძიების ორგანიზებაში. დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პრაქტიკული მეცადინეობა გვქონდა, რაც გვეხმარება თეორიული მასალა გადმოვიტანოთ პრაქტიკაში და უფრო მეტად გავიღრმავოთ ჩვენი ცოდნა ამ სფეროში“,-განაცხადა პროფესიულმა სტუდენტმა.

თარიღი: 14/08/2023