თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ქუთაისში პროფესიული სტუდენტებისთვის კარიერის სწორად დაგეგმვის და დასაქმების ხელშესაწყობად მორიგი ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას პროფესიული მასწავლებელი და ტრენერი მაია კუხალაშვილი უძღვებოდა.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ როგორც შრომის ბაზარზე სამუშაოს ძებნის ეფექტურ ტექნიკას, ასევე დამსაქმებელთან წარმატებული გასაუბრების ელემენტებს.