საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საბაჟო საქმის პროდესიული სტუდენტები ფოთის საბაჟო გამშვებს პუნქტს და გეზ-ს ეწვივნენ

    თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას „ფოთი“ ეწვივნენ.

     

    პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“ სტუდენტები გაეცნენ საბაჟო გამშვები პუნქტის და გაფორმების ეკონომიკური ზონის მუშაობის სპეციფიკას და პროცედურებს, უშუალოდ დაათვალიერეს საბაჟო ობიექტები და ინფრასტრუქტურა, დააკვირდნენ სამუშაო პროცესში როგორც საბაჟო საზღვარზე ტვირთების შემოსვლა-გასვლის პროცესს, ასევე საქონლის/ტვირთების გაფორმების და დეკლარაციების რეგისტრაციის  პროცედურებს.

     

    თარიღი: 29/04/2024