საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „კრედო ბანკმა“ თსუ პროფესიული სტუდენტები დაასაქმა

თსუ პროფესიული განათლების ცენტრში (ქუთაისი)პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ სტუდენტებისთვის სს „კრედო ბანკმა“ ღია კარის დღე გამართა, სადაც ბანკის წარმომადგენლებთან გასაუბრების შედეგად რამდენიმე სტუდენტი დასაქმდა.

 

როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, სს „კრედო ბანკთან“თანამშრომლობა რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. „საფინანსო სერვისების“ (ქუთაისი) 2020 და 2021 წლების კურსდამთავრებულებიდან ბანკმა რამდენიმე დაასაქმა. ღია კარის დღეზე კი სტუდენტებმაც შეავსეს ანკეტები, გაიარეს გასაუბრება და ამ კვირაში 2 სტუდენტი იწყება მუშაობას განვადების ოფიცრის პოზიციაზე“,-განაცხადა ხათუნა ტყეშელაშვილმა.

 

ღია კარის დღე 11 ივლისს გაიმართა. მთავარი თემა მიმდინარე ვაკანსიები და მათზე დასაქმების შესაძლებლობები იყო. ბანკის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სს „კრედო ბანკის“ ადამიანური რესურსების მენეჯერი თაკო ყაზარაშვილი, საცალო და ციფრული პროდუქტების გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი ხატია სულაბერიძე, ქვემო იმერეთის განვადების მენეჯერები მაია ყურაშვილი და სოფიო ბარდაველიძე, აგრო-გაყიდვების განვითარების რეგიონალური მენეჯერი ნინო ბურჯანაძე. ღია კარის დღეს სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ხელმძღვანელი ხათუნა ტყეშელაშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის (ქუთაისი) წარმომადგენლები და პროფესიული მასწავლებლები.

თარიღი: 09/08/2023