საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემეცნებითი ეკსკურსია შიდა ქართლში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა შემეცნებითი ლექცია-ექსკურსიით შიდა ქართლს ეწვივნენ და  უნიკალური ისტორიული ძეგლები მოინახულეს.

 

ატენის სიონში, სამწვერისის ციხე-დარბაზსა და ყინწვისის მონასტერში ვიზიტის მიზანი საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების, ასევე შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ ქართული კულტურის უნიკალურ მხარეებს, ისტორიული ძეგლების თავისებურებებს.

 

პროფესიული სტუდენტების გასვლითი ღონისძიება პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

თარიღი: 08/06/2025