საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში საჯარო ლექცია: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება“ გაიმართა, რომელიც  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 107 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

 

1918-1921 წლის საქართველოს კულტურული ცხოვრება პროფესიულ სტუდენტებს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ გააცნო.

 

საჯარო ლექციაზე საუბარი ეხებოდა იმ პერიოდის სახელოვნებო გაერთიანებებს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული გალერეის დაარსებას, პირველ ქართულენოვან ოპერებს, პირველ მხატვრულ ფილმსა და იმდროინდელ რეფორმებს, რომლებმაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.

 

საჯარო ლექცია პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ გაიმართა, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

თარიღი: 06/06/2025