საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ  ანდრონიკაშვილის სახელობის  ფიზიკის   ინსტიტუტში    უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის    პირველი,   მე-3   და   მე-4   პუნქტების,   საქართველოს  განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური  საბჭოს    2017 წლის  31 მაისის N63/2017 დადგენილების       - ,,სსიპ       - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების      შესახებ” (დამტკიცებულია თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების  (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის  30   მარტის    N7/04   ერთობლივი  ბრძანების   და  ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის  ფიზიკის    ინსტიტუტის   დირექტორის   გელა გელაშვილის   2026 წლის  15 მაისის N10674/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  – ელეფთერ ანდრონიკაშვილის     სახელობის       ფიზიკის        ინსტიტუტში       უფროსი    მეცნიერი თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2. უფროსი   მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    7  წლის ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის   გამოცდილება   (რაც  გულისხმობს    არა  მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე       მუშაობას,       არამედ     გამოქვეყნებულ      სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და      გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ  შორის არანაკლებ 2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია  მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   4 წლის ვადით აირჩევა პირი,  რომელსაც აქვს დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის     გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2  რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია  მაინც  სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.     უფროსი  მეცნიერი   თანამშრომლისა და  მეცნიერი   თანამშრომლის    თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის  დაკავების  დამატებითი პირობების  მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 22 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა    განისაზღვროს  2026  წლის  23  ივნისიდან  26  ივნისის    ჩათვლით.    საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 10 ივლისისა.
6.კონკურსი    გამოცხადდეს    ელეფთერ  ანდრონიკაშვილის        სახელობის       ფიზიკის ინსტიტუტში   უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლებისა   და    მეცნიერი  თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

კონდენსირებული  გარემოს ფიზიკის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -  2  საშტატო ერთეული  .
მეცნიერი თანამშრომელი -  9  საშტატო ერთეული ;

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი -  8  საშტატო ერთეული .

გამოყენებითი კვლევების ცენტრი:
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული .

7.სამეცნიერო თანამდებობაზე  (უფროსი    მეცნიერი  თანამშრომლებისა და მეცნიერი თანამშრომლების) გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; 
ე) სამეცნიერო   საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი     პროდუქციის    ჩამონათვალი,    თარიღების    მითითებით    და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი    საქმიანობის    გამოცდილების    ამსახველი   კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა  - სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
8.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 23 ივნისიდან   26 ივნისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე თსუ  ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში   მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6, ოთახი 411.
9.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე     განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 112/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ  ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების   დამატებითი  პირობების   დამტკიცების შესახებ”     ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2   და   მე-3   პუნქტების,  არნოლდ  ჩიქობავას   სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10  მუხლის   მე-5  პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის  2026 წლის  15 მაისის  N10680/10 წერილის (თან  ერთვის  ამონაწერი ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2026 წლის   15 მაისის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტის მეცნიერი  თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე    კანდიდატის   შესარჩევად  დამტკიცდეს   საკონკურსო   კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ  აბაშია   - ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გ) ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის  აკადემიური   დოქტორი   (სოხუმის   სახელმწიფო უნივერსიტეტი);
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  რევაზ  აბაშია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მერაბ ნაჭყებია, საკონკურსო კომისიის      მდივნად ქეთევან მარგიანი;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა და    თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.  დაევალოს საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 8 ივნისისა;
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 111/01-01   

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა  და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეს     სტუდენტის   სტატუსი     2025-2026 სასწავლო  წლის   გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური   რეგისტრაციის    გაუვლელობის გამო თსუ-ს  ქართულ  ენაში   მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამის  მე-2 სემესტრის სტუდენტ რამიზ აჰმადოვს (პასპორტის N )
2.დაევალოს   საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილება სტუდენტის მონაცემთა ბაზაში.
3.ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.დაევალოს   კანცელარიას   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების   გარეშე  და  გადასცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 447/01-04          

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის      დამოუკიდებელი  სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების)  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის    2026    წლის     30    მარტის     N7/04 ერთობლივი ბრძანების და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის  გიორგი ჭეიშვილის  2026 წლის 14 მაისის  N10563/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა   და   ეთნოლოგიის   ინსტიტუტში  მეცნიერი   თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
3. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე     4 წლის ვადით აირჩევა პირი,    რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის    გამოცდილება  (რაც  გულისხმობს   არა  მხოლოდ  სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო   ან    სხვა    პროფილურ   დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,   არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ  2   რეიტინგული   სამეცნიერო   პუბლიკაცია   მაინც    სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5.     კონკურსი  გამოცხადდეს  2026 წლის 21 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა   განისაზღვროს 2026 წლის 22 ივნისიდან  24 ივნისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 7 ივლისისა.
6.კონკურსი  გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი -  3  საშტატო ერთეული ;

ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი -  3  საშტატო ერთეული .

საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული .

ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი- ერთი საშტატო ერთეული.

7.სამეცნიერო  თანამდებობაზე   (მეცნიერი   თანამშრომლები) გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი,  თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა  - სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით 1000-დან  1700 საათამდე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან). 
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი);
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 116/01-01    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, 372 მუხლის   პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების)  საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის  30 მარტის   7/04  ერთობლივი ბრძანების  და მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის   ნოდარ ვარამაშვილის 2026 წლის  18 მაისის N10886/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ  ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან     სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ  გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 21 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2026 წლის 22 ივნისიდან   2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 13 ივლისისა.
5. კონკურსი  გამოცხადდეს   მიხეილ  ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად:

ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 2  საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (ერთი)

ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა  და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

დ) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (ორი)

ე) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

ვ) ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
მეცნიერი თანამშრომელი - 3  საშტატო ერთეული

ზ) დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

6.სამეცნიერო თანამდებობაზე  (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)   პირადობის    დამადასტურებელი    დოკუმენტის   ასლი   (პასპორტი,   პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია  (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2026 წლის 22 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით.1000-დან  1700 საათამდე,  თსუ  მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში.  მისამართი:  თბილისი,  მ. ალექსიძის ქ N1 მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 115/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ანდრია  რაზმაძის სახელობის  მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის 7/04 ერთობლივი ბრძანების და თსუ ანდრა რაზმაძის სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2026 წლის 18 მაისის  N10875/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 15 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:


ალგებრის განყოფილება:
გურამ დონაძე   - უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის  თანამდებობაზე  (ერთი  საშტატო ერთეული);
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გურამ დონაძესთან.

3.კონკურსის  შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  ძალაში შევიდეს 2026 წლის 8 ივნისიდან.

4.წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ანდრია რაზმაძის  სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტი).

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 114/01-01    

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი პუნქტის,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების    მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს   2017 წლის   31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  შოთა  რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-5  პუნქტების,  სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2026 წლის    30 მარტის      7/04 ერთობლივი  ბრძანების     და     შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული  ლიტერატურის  ინსტიტუტის  დირექტორის  ირმა რატიანის 2026 წლის 19 მაისის N10933/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 18 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული     ლიტერატურის     ინსტიტუტის     მეცნიერი     თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგი    (შემაჯამებელი  ოქმი   N1)   და განისაზღვროს არჩეულად:


ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება:
ლილი მეტრეველი-მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე    (ერთი საშტატო ერთეული ).


2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელ ლილი მეტრეველთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 117/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის   იურიდიული   პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ამავე მუხლის მე-11  პუნქტის,  ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 28 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  პუნქტების,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 15 მაისის N10680/10 წერილის (თან ერთვის ამონაწერი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების  ინსტიტუტის  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის   შესარჩევად   დამტკიცდეს   საკონკურსო   კომისია   შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ აბაშია  - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ბ) მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის  დოქტორი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გ) ქეთევან   მარგიანი - ფილოლოგიის   აკადემიური   დოქტორი   (სოხუმის   სახელმწიფო უნივერსიტეტი);
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ რევაზ აბაშია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ     მერაბ  ნაჭყებია,  საკონკურსო  კომისიის     მდივნად  ქეთევან მარგიანი;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 29 ივნისისა;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 113/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის  (0.5 განაკვეთი) შტატგარეშე პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

N                                                                       
15.05.2026
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"   ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის  მზია  წერეთლის 2026 წლის 13 მაისის N 10454/26  წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა    და     განათლების     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრის  ფსიქოლოგი კონსულტანტის (0.5 განაკვეთი)  შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად.
2. პირველი     პუნქტით    განსაზღვრული     ვაკანსიისათვის     შრომის     ანაზღაურება განისაზღვროს თვეში      1330   (ათასსამასოცდაათი) ლარის  ოდენობით   (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატი   დასაქმდება   სამი   თვის    გამოსაცდელი   ვადით    (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 
ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება, ან კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიმართულებით სუპერვიზორთან მუშაობის გამოცდილება;
გ) ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
დ)ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).
4.  პოზიციისათვის დამახასიათებელი სპეციფიური მოთხოვნები:

1) ადამიანის   ქცევის,   უნარების,   პიროვნების,   სწავლის  და  მოტივაციის,  შეფასების მეთოდების, ემოციური ასპექტების შესახებ ცოდნა;
2) ფსიქიკური    დისფუნქციის    დიაგნოზის,    ინტერვენციის    და    რეაბილიტაციის პრინციპების, მეთოდების და პროცედურების  ცოდნა;
3) ჯგუფის ქცევის და დინამიკის ცოდნა;
4) რომელიმე თერაპიული მიმართულების  კონსულტაციის პრინციპების ცოდნა;
5)ფსიქოლოგიური მომსახურების ეთიკის ცოდნა.

5. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს: 
ა) ფაკულტეტის  დებულებას; 
ბ) თსუ წესდებას;
6. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ემპათიის უნარი;
ბ)კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
გ) აქტიური მოსმენის უნარი;
დ) კრეატიულობა / შემოქმედებითობა ;
ე)კომუნიკაბელურობა;
ვ) გუნდში ეფექტური მუშაობის უნარი ;
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა ;
თ) სიტუაციის შესაბამისად, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.


7. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა  და  ტრენინგის   ცენტრის   ფსიქოლოგი კონსულტანტის  პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები)  შესრულება:


1) თსუ სტუდენტთა  ინდივიდუალური კონსულტაცია  და საჭიროებიდან  გამომდინარე ჯგუფური სესიების  ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში;
2)თსუ სტუდენტის დახმარება პრობლემებთან გამკლავების უნარების  განვითარებაში;
3)   მხარდაჭერა  ემოციების    გამოხატვაში   და   მათი   დახმარება  საკუთარი   თავის   და ურთიერთობების უკეთ  გაგებაში;
4)სტუდენტი კლიენტის  შესახებ  ინფორმაციის მოგროვება ინტერვიუს, დაკვირვების  და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით. ჩანაწერების და ანგარიშის წარმოება;
5)კლიენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
6)კონსულტირების გეგმის შედგენა კლინიკური შეფასების საფუძველზე;
7)პროგრესის შეფასება კონსულტირების  გეგმის შესაბამისად;
8)საჭიროების      შემთხვევაში,       კონსულტირების     გეგმასთან     დაკავშირებით      სხვა სპეციალისტებთან  თანამშრომლობა;
9)საჭიროების შემთხვევაში  სტუდენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან  და მისთვის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
10)ფსიქოლოგიური   კონსულტაციის  და   ტრენინგის    ცენტრის   ფეისბუქ    გვერდითვის მასალების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება; 
11)სტუდენტებისთვის  საგანმანათლებლო ინფორმაციის  მომზადება   ფსიქიკური ჯანმთელობის    საკითხებზე,  სტუდენტების   მოთხოვნის   და   საჭიროების    მიხედვით მათთვის ტრენინგის ჩატარება.


8. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით  გამოცხადებული   ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.


9. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ   მისამართზე:vacancy@tsu.ge.სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის პოზიცია“.
11. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრის ფსიქოლოგი კონსულტანტის  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
12. ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის  ცენტრის  ფსიქოლოგი კონსულტანტის შესარჩევი კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტს.საკონკურსო   კომისიის   შემაჯამებელი ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს   2026  წლის  10 ივნისისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,     პერსონალის    მართვის 
დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის სამსახური,    შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 137/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო კვლევით ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის  პირველი და მე- 4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების და ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის  დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2026 წლის 11 მაისის N 10305/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ალექსანდრე თვალჭრელიძის  სახელობის  კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლების  სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს   მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით,  უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო  თანამდებობაზე   მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4.  კონკურსანტს  ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის  პროფილის მიხედვით) სამეცნიერო- კვლევით პროექტებში მონაწილეობა;კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 18 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 19 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი  დასამტკიცებლად     წარედგინოს  თსუ  რექტორს არაუგვიანეს   2026    წლის  8 ივლისისა;
5. კონკურსი  გამოცხადდეს     ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება:
მეცნიერი   თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
ენერგეტიკული   რესურსებისა   და  ახალი  ტექნოლოგიების  სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი    თანამშრომელი - 0.5 საშტატო  ერთეული
გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
საინჟინრო-გეოლოგიური,   გეოფიზიკური   და   ჰიდროგეოლოგიური   სამეცნიერო- კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული მეცნიერი  თანამშრომელი - 2 - 0.5 საშტატო ერთეული
რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
სასარგებლო  წიაღისეულის   გამდიდრების    და   ჩამდინარე   წყლების   გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
სილიკატებისა     და    საშენი     მასალების    ტექნოლოგიის    სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი   თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
საგამოცდო ცენტრი  „გეოანალიტიკა“
მეცნიერი  თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული.

6. სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)  განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)     პირადობის   დამადასტურებელი   დოკუმენტის  ასლი  (პასპორტი,   პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV); 
დ)  შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო   ქვეყანაში  მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ)  ცნობა   -   სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 19 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მისამართი: ქ. თბილისი. მინდელის ქ. 11,  მე - 4 სართული, ოთახი N 408;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 107/01-01    

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის    პირველი,   მე-4   და   მე-5   პუნქტების,   საქართველოს  განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის  პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017
დადგენილების- ,,სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი   წესისა   და  სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი   პირობების    დამტკიცების   შესახებ”   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის    ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის  N7/04 ერთობლივი ბრძანებისა და ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის  ნინო ფარცვანიას 2026 წლის 11 მაისის   N10339/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.გამოცხადდეს კონკურსი  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია   რაზმაძის    სახელობის   მათემატიკის    ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2 .მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხი,    სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან  სხვა   პროფილურ  დაწესებულებაში   სამეცნიერო  თანამდებობაზე მუშაობას, არამედ  გამოქვეყნებულ   სამეცნიერო   პუბლიკაციებსაც)   და   უნდა    ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ  1 რეიტინგული   სამეცნიერო   პუბლიკაცია   მაინც    სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 20 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს  2026 წლის 23 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით  (შაბათ- კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივლისისა.
5.კონკურსი  გამოცხადდეს ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება: 
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული ; 
მეცნიერი თანამშრომელი- 0.5 საშტატო ერთეული.

6.სამეცნიერო  თანამდებობებზე  (მეცნიერი     თანამშრომლები) გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მსურველი  ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა და ვადების  დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის   (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“.
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 23 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის II შესახვევი,  № 2, თსუ ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი, II სართული, ოთახი № 7.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის
სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი).
11.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 108/01-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი   თანამშრომლების  თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგის  (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18, მე-20 და  21-ე პუნქტების, მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  საშტატო  განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის 7/04  ერთობლივი ბრძანების  და მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2026 წლის 14 მაისის  N10595/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2026 წლის   14 მაისის   სხდომის  შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული    კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
გიორგი მჭედლიშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - (0,5) საშტატო ერთეული
ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა  და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
ალექსანდრე სბორშჩიკოვი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ირაკლი სუხიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით) 
გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
ნინო ყვავაძე - მეცნიერი თანამშრომელი -  1 საშტატო ერთეული ( 4 წლის ვადით)
თამაზ  ჩხაიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)
დ) ჰიდროგეოფიზიკისა  და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
შოთა   გოგიჩაიშვილი  -   მეცნიერი  თანამშრომელი - (0,5)
საშტატო  ერთეული  (4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების  გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5.ბრძანება ძალაშია 2026 წლის 12 ივლისიდან.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 109/01-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"   ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების,  ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2026 წლის  21 აპრილის N8/04 ერთობლივი  ბრძანების,   ფსიქოლოგიისა  და   განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  მზია წერეთლის 2026 წლის  6 მაისის N10022/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ     სასწავლო    პროცესის     მართვის     სამსახურის      მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.
2. პირველი     პუნქტით    განსაზღვრული     ვაკანსიისათვის     შრომის     ანაზღაურება განისაზღვროს თვეში    1250  (ათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
შერჩეული კანდიდატი   დასაქმდება   სამი   თვის    გამოსაცდელი   ვადით    (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში  მუშაობის   არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება.
გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).

4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
დ) ფაკულტეტის  დებულებას;
ე) თსუ წესდებას.
ვ) პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) ერთდროულად სხვადასხვა  ამოცანაზე  დამოუკიდებლად  და ეფექტურად  მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ი) კრეატიულობა

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო  განრიგით განსაზღვრულ  სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურის   მთავარი  სპეციალისტის  (II კატეგორია) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები)  შესრულება:
1)   მასწავლებლის  მომზადების   საგანმანათლებლო პროგრამის  და   სპეციალური მასწავლებლის  მომზადების  პროგრამის  პედაგოგთა  დატვირთვისა   და სემესტრული  სასწავლო ცხრილების  ფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება;
2)   სასწავლო ცხრილების შედგენის და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3)   სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
4) სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მომზადება აკადემიური რეგისტრაციისთვის;
5)   სტუდენტთა კორესპონდენციების  მონიტორინგი და პასუხის გაცემა, ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება; ელექტრონული უწყისების მონიტორინგი;
6)   სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება, სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის  პროცესში;
7)   აკადემიური  პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხების, რეგულაციების,  ინსტრუქციების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ; 
8)   სტუდენტებისთვის  სასწავლო პროცესში  შექმნილი  პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური       ადმინისტრაციის      შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით;
9)   თსუ საგამოცდო ცენტრიდან  მოწოდებული  საგამოცდო ნაშრომების გასწორებისა და ცენტრისთვის დაბრუნების ადმინისტრირება;
10) პირველსემესტრელ სტუდენტთა ადმინისტრაციული  რეგისტრაციის უზრუნველყოფა - საბუთების მიღება, ხელშეკრულების გაფორმება;
11) კურსდამამთავრებელთა წარდგინების მომზადებაში მონაწილეობა;
12) ელექტრონული  სწავლების  პორტალზე  (E-LEARNING)  სამაგისტრო  ნაშრომების პლაგიატის საპრევენციო პროგრამაში გატარების უზრუნველყოფა;
13) სამუშაო   პროცესში  ნაწარმოები  დოკუმენტების  მოწესრიგება  და  არქივისთვის გადასაცემად მომზადება;


7. კონკურსში  მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი  დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)  კონკურსით  გამოცხადებული   ვაკანსიის  დაკავების  შემთხვევაში   აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა  და  ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში,  საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ  გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 15 მაისიდან 2026 წლის 21 მაისის    ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიცია“.
10.სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს  კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11.ბრძანება  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)   შესარჩევი კონკურსის გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტს.საკონკურსო   კომისიის   შემაჯამებელი ოქმი  თსუ   ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს  არაუგვიანეს   2026  წლის  5 ივნისისა.
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის სამსახური,    შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
14.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 136/02-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”         ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი   ინსტიტუტის   დებულების მე-10  მუხლის    პირველი პუნქტის, ილია  ვეკუას      სახელობის  გამოყენებითი   მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორის გიორგი ჯაიანის  2026 წლის   11 მაისის  N10255/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი N2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ      – ივანე   ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი       ინსტიტუტის      მეცნიერი               თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვახტანგ  კვარაცხელია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი    მათემატიკის     ინსტიტუტის,   დირექტორი/მთავარი    მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) შოთა ზაზაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  მათემატიკის  მიმართულების პროფესორი.

გ) ედისონ  აბრამიძე    - საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის  ნიკო  მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის  ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.

დ) არჩილ ყიფიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.

ე)   თეიმურაზ დავითაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის  ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ   - ვახტანგ კვარაცხელია, საკონკურსო კომისიის   თავმჯდომარის   მოადგილედ  -  შოთა  ზაზაშვილი  და     საკონკურსო  კომისიის მდივნად -  ედისონ აბრამიძე.

3. დაევალოს საკონკურსო  კომისიას   უზრუნველყოს  კონკურსის   ჩატარება  სსიპ   –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 18 ივნისისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 106/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  სამეურნეო განყოფილებაში მუშების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის 2026 წლის 11 მაისის N10302/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური     რესურსების     მართვის     დეპარტამენტის     სამეურნეო განყოფილებაში მუშების (10 ვაკანსია) შესარჩევად: 
- მუშის (შტატგარეშე  პოზიცია) შრომის ანაზღაურება  განისაზღვრება  თვეში   1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
- მუშის (შტატგარეშე პოზიცია) სამუშაო გრაფიკი შეადგენს თვეში 15 სამუშაო დღეს.
2. მუშის ფუნქციები (ძირითადი  მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტექნიკური პერსონალისთვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
ბ) საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის, ასევე ინვენტარის გადატანა/გადაზიდვა;
გ) სამშენებლო ნაგავისა და სხვადასხვა ტიპის ტვირთის  გადატანა;
დ) უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

3. ძირითადი  მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

4. პიროვნული თვისებები:
ა) მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
ბ) პუნქტუალურობა;
გ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დ) შრომისმოყვარეობა;
ე) ენერგიულობა.

5.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა  წარმოადგინოს: 
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;

6.  გასაუბრების  წარმატებით   გავლის  შემთხვევაში   აპლიკანტმა  7  კალენდარული  დღის განმავლობაში უნდა  წარმოადგინოს:
ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

7. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში.
8. გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 13 მაისიდან 2026 წლის  29 მაისის ჩათვლით 11:00 სთ- დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.   დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ( მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
9.  დამატებითი  ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე:  577943905.
10. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მუშების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. წინამდებარე   ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების  განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი,  მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 132/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელის და უფროსი მეცნიერი თანამშრომელის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი   ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2026 წლის 6 მაისის N 9939/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მთავარი    მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6  წლის  გამოცდილება  (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც),  ბოლო 10  წლის  განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.   უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის  დაკავების დამატებითი პირობების  მე-2 მუხლით განსაზღვრულ  კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 14 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ  რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის  7 ივლისისა;
6. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე:

ტექტონიკისა  და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება
მთავარი მეცნიერი  თანამშრომლი თანამდებობაზე  (10 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული.
ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის  გეოლოგიის განყოფილება
უფროსი  მეცნიერი თანამშრომლი -  (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული;

7. სამეცნიერო თანამდებობაზე  (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2); 
ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით და არსებობის  შემთხვევაში   სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის შესახებ);
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;
8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 103/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის , სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 30 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების, ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2026 წლის 6 მაისის  N9961/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 6 მაისის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N 2) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
აზა ჯანაშია - მეცნიერ თანამშრომელი  (4 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული.

2.   დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება აზა ჯანაშიასთან.
3.   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 104/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და  ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს    2017 წლის   31 მაისის    N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი   ინსტიტუტის   დებულების მე-10 მუხლის  მე- 3 პუნქტის, ინსტიტუტის  დირექტორის  გ.  ჯაიანის   2026 წლის   11 მაისის N10254/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 7 მაისის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი    მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი  თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი  ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

გამოთვლითი მათემატიკისა  და მოდელირების განყოფილება:
გეგა გულაღაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  

საშტატო ერთეული დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება:
თეა შავაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული

პროგრამირების განყოფილება:
გიორგი რუხაია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული

2.   დაევალოს  პერსონალის  მართვის   დეპარტმენტს   შრომითი   ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 105/01-01  

2025/2026 წლის გაზაფხულის სემსტრის პერიოდისათვის, ისევე როგორც, 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ორმხრივი (ბილატერალური) და ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის , ამავე მუხლის  მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე -9 პუნქტის, მე-11 პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის   N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე -4 მუხლის  მე -18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 10043/10; 07.05.2026) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი ორმხრივი (ბილატერალური) და ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, ისევე როგორც, 2025/2026 წლის გაზაფხულის სემესტრის პერიოდისათვის ბელგრადის უნივერსიტეტის მიერ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამების “პროფესიული განათლება” და “განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება” (ერთობლივი საერთაშორისო პროგრამა) სტუდენტებისთვის მოკლევადიანი (2 კვირიანი) მობილობისისათვის  გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა  შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 7 მაისს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ამირანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ირმა გრძელიძე, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
გ) იზაბელა პეტრიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
დ) ნათია სვანიძე, ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
ე) თამაზ ზუბიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ვ) მაია არჩუაძე, ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 100/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    წესდების     დამტკიცების    თაობაზე“     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით
დამტკიცებული ივანე       ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა,  მე-9  და  მე-11  პუნქტების, ,,სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი  სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის   31 მაისის    N63/2017 დადგენილების   დანართი  N1-ის  მე-4  მუხლის პირველი, მე-2  და  მე-3  პუნქტების,  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური   და ორგანული ქიმიის   ინსტიტუტის   დებულების მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტისა  და ინსტიტუტის   დირექტორის   ქეთევან   ებრალიძის     2026 წლის     6 მაისის      N9884/10 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 5 მაისის სხდომის ოქმი N2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში   - პეტრე მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის   ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნათელა  ანანიაშვილი    - ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი.
ბ) მარინე    ზაუტაშვილი   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური  და  ორგანული  ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
გ) ია ჩიტრეკაშვილი -    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ     ნათელა    ანანიაშვილი, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ   ია ჩიტრეკაშვილი, საკონკურსო კომისიის  მდივნად  მარინე ზაუტაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის  ჩატარება სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026  წლის 15 ივნისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 101/01-01