Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    Date 2018-01-18
    Beginning HR
    Address
    18 იანვარს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კრებულის - „პოსტმოდერნისტული „კომბლე” - პრეზენტაცია გაიმართება.

    კრებულმა გააერთიანა სტუდენტთა ორიგინალური თხზულებები, რომლებიც პოსტმოდერნისტულ ყაიდაზეა შექმნილი და ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. ამ იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობა გაჩნდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საფეხურზე, სალექციო კურსის, „კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტების“ ფარგლებში. აღნიშნული ფაქტით შეიქმნა პრეცედენტი სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზით მიღებული პროდუქტის რეალიზებისა.

    მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზირი # 8, თსუ-ს მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია

    Related events