Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    Date 2018-03-28
    Beginning HR
    Address
    28 მარტს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მოაწერენ. 

    ხელშეკრულების თანახმად მხარეები მოამზადებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივ პროექტებს, ხელს შეუწყობენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. თსუ და ეროვნული არქივი ერთობლივად გამოსცემენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ოთხენოვან (ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ინგლისური) მემორიალურ ალბომს.

    მემორანდუმის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ახალი გამოცემების მომზადებითა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის საშუალებით.

    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი





    Related events