Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    Date 2018-04-16
    Beginning HR
    Address
    16 აპრილს, 12.00 საათზე პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
     
    პროექტში საქართველოს 9 უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის „1+4“ სტუდენტები მონაწილეობენ. გამარჯვებულ სტუდენტებს სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. აღნიშნული ღონისძიებით დაიხურება ქართული ენის კვირეული, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

    მისამართი:გუდიაშვილის ქ. #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი


    Related events