Date
											2019-05-02
										
										
											Beginning
											 HR
										
									
										Address
										
									
								
	
	2 მაისს, 17:00 საათზე, გაიმართება ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან არსებული ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პედაგოგის, თამარ ხარაბაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. თამარ ხარაბაძე ათეული წლებია მოღვაწეობს თსუ-ში პედაგოგად. გახლავთ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მხატვარი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა სახის გამოფენაში, რომელიც იმართება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 
თამარ ხარაბაძის ნამუშევრები შესულია კატალოგებში: „ქართული მხატვრობა 2013’’ და „ქართული მხატვრობა 2014’’. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, საფრანგეთის, იტალიის, ჰოლანდიის, ვიეტნამის, პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის კერძო კოლექციებში.
	
	
		
		მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
							
						Related events
					
					
						
				
				