Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-05-02
Beginning HR
Address
2 მაისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სვუპსკის პომერანულ უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და სვუპსკის პომერანული უნივერსიტეტის რექტორი ზბიგნევ ოსადოვსკი მოაწერენ. 
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სასწავლო  და კვლევით სფეროებში. მათ შორის: აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლას, სასწავლო ვიზიტებს, ერთობლივი კვლევების ხელშეწყობას, რეგულარული სამეცნიერო ღონისძიებების, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობას, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის კვლევით ვიზიტებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, რექტორატი 

Related events