Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-10-19
Beginning HR
Address
19 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-შვეიცარული პროექტისა და წიგნის - „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება და რესურსების მართვა“ - პრეზენტაცია გაიმართება. სახელმძღვანელო ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 და თსუ-ს საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დაარსების 20 წლისთავს.

სახელმძღვანელოში, რომელიც გამოიცემა პირველად, განხილულია: მდგრადი განვითარების თეორიული საფუძვლები, პრინციპები და მეთოდოლოგია, მთიანი რეგიონების ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებანი, მსოფლიოს მთიანი ტერიტორიების სპეციფიკა და საკანონმდებლო რეგულაციები, გლობალური პრობლემების რეგიონული სახესხვაობანი, მსოფლიოს ცალკეული რეგიონების, კავკასიის და საქართველოს მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები; მდგრადი განვითარების საველე კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის და აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

სახელმძღვანელო მომზადდა საერთაშორისო პროექტის - „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება და რესურსების მართვა“ ფარგლებში, რომელიც 2015-2018 წლებში განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის ავტორები არიან: პროფესორები ნოდარ ელიზბარაშვილი, გიორგი მელაძე (ივ. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აშოტ ხოეციანი (სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი), ჰეინო მეესენი და ტომას კოლერი (ბერნის უნივერსიტეტი, შვეიცარია).

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, WWF-ისა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“-ს წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ-ს პირველი კორპუსი, აუდიტორია #317.

Related events