Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-10-26
Beginning HR
Address
26 ოქტომბერს, 9.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ონკოლოგიური კონგრესი გაიხსნება. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები - ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოჩენილი წამყვანი მეცნიერები და ექიმები.

უროლოგიურ კიბოსთან ბრძოლა აქტუალური თემაა დღევანდელ მსოფლიო მედიცინაში. არსებობს სრულიად ახალი მიდგომები და რეკომენდაციები ამ პათოლოგიათა დასამარცხებლად. კონგრესის ძირითადი მიზანია ამ სიახლეების ურთიერთგაზიარება და ქართველი ექიმებისთვის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განვითარების პროცესებში თანამონაწილეობა. უროლოგიაში ფართოდ ინერგება მკურნალობის ახალი სტრატეგია და ტაქტიკა. სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო ინოვაციებს, მოხდება აზრთა გაცვლა, და დისკუსიები. ეს, უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას.

კონგრესი მულტიდისციპლინურია - მასში მონაწილეობენ უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები, პათანატომები.

კონგრესის მიმიდინარეობა პირდაპირი ტრანსლაციით გადმოიცემა 2 ვებგვერდზე: mmt.ge და gaou.ge.

კონგრესის სპონსორები არიან MMT ჰოსპიტალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

Related events