Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-11-21
Beginning HR
Address
21 ნოემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ანდრია ბენაშვილის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თსუ მუზეუმში გაიხსნება ანდრია ბენაშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის საარქივო დოკუმენტები, ნაშრომები, გეოდეზიური ხელსაწყოები, პირადი წერილები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.





Related events