Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-02-05
Beginning HR
Address
5 თებერვალს, უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ორი ღონისძიება:

13:30 საათზე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე - ,,კიბერუსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები", რომელსაც გაუძღვებიან კომპანია CYBER HOUSE-ის პროფესიონალი მენტორები. შეხვედრა შეეხება ინტერნეტს, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და არასასურველი კონტენტისგან თავდაცვის მექანიზმებს.

15:00 საათზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გამართავს ტრენინგს თემაზე - ,,მოზარდი, ინტერნეტუსაფრთხოება, მშობელი". შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ინტერნეტისგან მომდინარე საფრთხეების, მოზარდების არასასურველი კონტენტისგან თავდაცვის მექანიზმებისა და ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ.

მისამართი: მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი #3. თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. 

Related events