Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-02-11
Beginning HR
Address
11 თებერვალს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე ,,გამოქვაბულიდან  კრიპტო სამყარომდე - ჩვენი საოცარი მოგზაურობა“. ლექციას წაიკითხავს დავი რუდტი, ცნობილი ეკონომისტი სამხრეთ აფრიკიდან, ,,Effective Group’’-ის დამფუძნებელი და დირექტორი. დავი რუდტის (Dawie Roodt) საქმიანობის სფეროს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს. ამჟამად იგი იკვლევს კრიპტოვალუტების გავლენას მონეტარულ პოლიტიკაზე.

ლექციის ფარგლებში დავი რუდტი განიხილავს კაცობრიობის გზას პირველყოფილობიდან ციფრულ ეპოქამდე და შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პროგრესის ასეთი დაჩქარების ფონზე, მოასწავებს თუ არა ,,ბრექსიტი“, ტრამპის სავაჭრო ომი და QE (Quantitative Easing) მზარდი კეთილდღეობის ეპოქის დასასრულს ან იქნებ ინოვაციების ახალი ეტაპის ზღვარზე ვიმყოფებით?  ხომ არ უნდა ველოდოთ ბანკების, ქვეყნებისა და გლობალური ინტეგრაციის ეპოქის დასასრულს, თუ ეს არის დასაწყისი ,,კერძო ფულის“, ვირტუალური საზოგადოების და კიდევ უფრო დიდებული ტექნოლოგიური სასწაულების?

ლექციაზე დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  აუდიტორია #107. 

Related events