Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-03-04
Beginning HR
Address
4 მარტს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების ანგარიში - პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტში დაცული უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშები. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს განყოფილების მიერ რესტავრირებული უძველესი რარიტეტული ნაბეჭდი წიგნები მათ შორის: საღმრთო და სამღვდელო სახარება (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; დავითნი (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; საღმრთო და სამღვდელო სახარება 1818წ. და სხვ.

მისამართი:უნივერსიტეტის ქუჩა N11, ცენტრალური ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.
Related events