Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-03-15
Beginning HR
Address
15 მარტს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მოხალისეთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია - „მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები საქართველოში” გაიმართება.

კონფერენცია ტარდება ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“-ის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენციის თემატიკაა: მოხალისეობის საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება, მოხალისეობის შესახებ სტრატეგიული ხედვის შემუშავების მნიშვნელობა, მოხალისეობა და სამოქალაქო განათლება, არსებული მოხალისეობრივი პროგრამები, გამოწვევები და მიღწევები მოხალისეობის სფეროში.

კონფერენციის დასასრულს გაიმართება პანელური დიკუსია, სადაც მოხალისეები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და უპასუხებენ თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

კონფერენციზე მოწვეულნი არიან სტუდენტები, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 115.

Related events