Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-03-21
Beginning HR
Address
22 მარტს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე მოაწერენ. 

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებებს - სემინარებს, ლექციებს, კონფერენციებს, საინფორმაციო კამპანიებს. სასაზღვრო პოლიცია ხელს შეუწყობს უნივერსიტეტს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებში სტუდენტების პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებაში. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი 

Related events