Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-04-01
Beginning HR
Address
1 აპრილს, 11.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომბინირებული პროექტის „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ საზეიმო გახსნა გაიმართება. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორების - მაია ივანიძის, ნონა თოდუასა და ასოცირებული პროფესორის ირინე ხერხეულიძის ინიციატივით, ორგანიზებითა და მონაწილეობით.  

პროექტი ტარდება ორ ეტაპად - სეზონური სკოლა და კონფერენცია. მასში მონაწილეობენ, როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები და პრაქტიკოსები. პროექტში ჩართულები არიან კონკურსის შედეგად შერჩეული სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

მისამართი: თსუ, I კორპუსი,  115-ე აუდიტორია. 
Related events