Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-05-13
Beginning HR
Address
13 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძესთან.
შეხვედრის მიზანია მოსამართლეებსა და იურისტების ახალ თაობას შორის თავისუფალი პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან კარიერულ პერსპექტივებსა და სირთულეებზე საუბარი, პრაქტიკული რჩევების გაზიარება მოსამართლეების პირადი გამოცდილების საფუძველზე, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემის მოკლე მიმოხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება.
გიორგი ტყავაძე არის მოსამართლე 2008 წლიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლიდან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, USAID/PROLoG-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის (JudEx) 2019 წლის მონაწილე.
შეხვედრა ტარდება მოსამართლის კვირეულის ფარგლებში, USAID-ის კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროგრამის (PROLoG)-ის მხარდაჭერით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.N1, თსუ I კორპუსი, 06 აუდიტორია
Related events