Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-05-24
Beginning HR
Address
24 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი მართავს ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ოსური ენის სწავლებისა და კვლევის, ასევე ოსური ფოლკლორისა და მითოეპიკური სამყაროს შესწავლის პრობლემები და მათი სამეცნიერო საფუძვლები. 

განისაზღვრება ოსური ენისა და კულტურის სწავლების როლი ქართულ-ოსურ ურთიერთობათა კონტექსტში, სასწავლო და სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებაში, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მეცნიერთა დაახლოებასა და მშვიდობის დამყარებაში.

ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობენ პროფესორები, სტუდენტები.  მოწვეული არიან სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუციების  წარმომადგენლები .დასწრება თავისუფალია.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის N1, თსუ I კორპუსის 115-ე აუდიტორია.


Related events