Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-09-08
Beginning 21:00 HR
Address Facebook Live

8 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ფეისბუქ ლაივის საშუალებით,  გამართავს ვებინარს თემაზე: "რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კოვიდი და ვაქცინაცია".
შეხვედრას წარუძღვება ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ქალბატონი მარინა გვახარია, რომელიც გახლავთ ფერტილობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ლაბორატორიის დირექტორი პალო ალტოს სამედიცინო ფონდი.კალიფორნია, აშშ

როგორც მოგეხსენებათ, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს როგორც გლობალურად, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. მას აფერხებს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, ერთერთი გახლავთ თავშეკავება ფერტილობის ასაკში მყოფი ადამიანების მხრიდან, რაც განპირობებულია შიშით, რომელიც უკავშირდება უშვილობას.  სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სტუდენტები (და არამხოლოდ). 

აღნიშნული ვებინარი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებისა და მედიცინის საფუძველზე, მრავალ, საორჭოფო  კითხვას გასცემს პასუხს.  მათ შორის როგორც კოვიდ ინფექციის რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენის, ასევე თავად ვაქცინების, მათი მიზნობრიობისა და სარგებლის შესახებ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Related events